ბიძინა ივანიშვილის განცხადება და გამოხმაურებები
ბიძინა ივანიშვილი ძალადობას გმობს და თავშეკავებისკენ მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქვების სროლა რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების ხელწერაა და მათ არ უნდა ჰქონდეთ საარჩევნო გრემოს და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანების საშუალება. ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" მყარ პოზიციებზეც წეერს და აცხადებს, რომ მმართველ პარტიას საზოგადლების უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს, რაც ყველა კვლევით დასტურდება. მორიგ წარმატებას არც გუნდის სხვა ლიდერები აყენებენ ეჭვქვეშ. ერთადერთი, რაზეც სახელისუფლებო გუნდი აქცენტს აკეთებს, პროვოკაციებისგან დისტანცირებაა. პროვაკაციები, „ოცნების“ შეფასებით, წაგებისთვის განწირული ოპონენტების ერთადერთი გამოსავალია. ამიტომ მეტი მოთმინებაა საჭირო.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
