ახალი გარემოებები იკვეთება დავით გარეჯასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში
ახალი გარემოებები იკვეთება დავით გარეჯასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. დაკავებულია კომისიის ორი ყოფილი წევრი, პროკურატურის ცნობით, მათმა მიზანმიმართულმა ქმედებებმა საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიის დაკარგვის საფრთხე შექმნა. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული მასალების საფუძველზე დაწყებული მოკვლევა გრძელდება. მასალების მოძიების პროცესში აქტიური და მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის როლი. ამას კომისიაში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ. მათ მიაჩნიათ, რომ მიმდინარე გამოძიება საქართველოსთვის ბევრ რამეს შეცვლის.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
