„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იმის შიში, რომ შესაძლოა, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირები ალაპარაკდნენ
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იმის შიში, რომ შესაძლოა, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირები ალაპარაკდნენ. ეს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის სიტყვებია. ექსპერტი ამბობს, რომ წინა ხელისუფლებას შესაძლოა ქვეყნისთვის საკმაოდ მტკივნეული ნაბიჯები ჰქონდეს გადადგმული. ამის მაგალითად კი საყვარელიძე, 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს. პოლიტოლოგის განცხადებით, დავით გარეჯი რომ საქართველოს ტერიტორიაა, ამაში ეჭვი არავის ეპარება და ასევე კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ გარკვეული მექანიზმებით აზერბაიჯანს ამ ტერიტორიაზე პრეტენზია გაუჩნდა. თემაზე მეტი დეტალს, ნატა მახვილაძე მოგიყვებათ, რომელიც გვიერთდება პირდაპირ ეთერში.
