მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ონში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიის და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. მიმდინარე პროექტის ფარგლებში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი მუზეუმი და მოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. მუზეუმის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის ღირებულება კი 5 ნახევარი მილიონი ლარია.