2003 წლიდან დღემდე ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანია პროგრესს ვერ განიცდის
2003 წლიდან დღემდე ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანია პროგრესს ვერ განიცდის. მოძველებული ხერხებით, პროვოკაციებს და ძალადობაზე აწყობილ წინასაარჩევნო კამპანიას ნაციონალური მოძრაობა წელსაც განაგრძობს. ბოლნისის, კარალეთის, კორცხელის შემდეგ ეს პარტია ძალადობრივ კამპანიას მარნეულში ატარებს. როგორი იყო და არის მიხეილ სააკაშვილის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის უცვლელი სცენარი - ამ საკითხე ყურადღება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გავრცელებულ განცხადებაში გაამახვილა. ბიძინა ინავიშვილის თქმით „ძალადობა და ქვის სროლა მათი ხელწერაა, სწორედ ასე მოვიდნენ ისინი თავის დროზე ხელისუფლებაში და დღესაც ასე სურთ გადაფარონ საკუთარი უპერსპექტივობა და გარდაუვალი მარცხი მოახლოებულ არჩევნებში.“
