„ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს მიმართავს პრემიერ მინისტრიც
„ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს მიმართავს პრემიერ მინისტრიც. გიორგი გახარია მოუწოდებს ამომრჩევლებს, არ წამოეგონ არანაირ პროვოკაციას. „ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგებს ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები, ამბობს გიორგი გახარია. მთავრობის მეთაური, სამართლიან ბრძოლაში 31 ოქტომბერს, მმართველი პარტიის გამარჯვების პირობას დებს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის სხვა ხელმძღვანელი პირებიც გამოეხმაურნენ. ყველა მათგანი ამბობს, რომ თუკი ამომრჩეველი სათანადო რაოდენობით გამოცხადდება საარჩევნო ყუთთან, მმართველი პარტიის გამარჯვებას, პირველივე ტურში, წინ ვერაფერი დაუდგება.
