კრწანისში საერთო საჯარისო ცენტრის ახალი ბაზა გაიხსნა
კრწანისში საერთო საჯარისო ცენტრის განახლებული ბაზა გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცენტრის ტერიტორიაზე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 21 შენობას. მათ შორისაა საყაზარმე, სასწავლო და სარეკრეაციო სივრცეები. „საჯარისო ცენტრის განახლებული ბაზა იძლევა საშუალებას, რომ ერთ ფიზიკურ სივრცეში განლაგდეს ყველა სასწავლო ერთეული, რომელიც აუცილებელია სამხედრო-სააღრიცხო სპეციალობების მიხედვით, თავდაცვის ძალების ოფიცრებისა და სერჟანტ-კაპრალების მომზადებისა და გადამზადებისთვის. დამატებითმა სასწავლო სივრცეებმა გაზარდა უფრო მეტი სასწავლო პროგრამისა და საერთაშორისო კურსების ჩატარების შესაძლებლობა, პარალელურ რეჟიმში. ბაზა ხელს შეუწყობს როგორც გვარეობების ინსტიტუციურ განვითარებას, ისე - თითოეული სამხედრო მოსამსახურის პროფესიული მომზადების ხარისხის ამაღლებას“ - განაცხადა ბაზის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გიორგი მათიაშვილმა.
