ქუთაისში მოლები დააჯარიმეს
შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში 5 სავაჭრო მოლი დააჯარიმა. მიზეზი ახალი რეგულაციების შეუსრულებლობაა. ამასთან, შემოწმების შედეგად უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს. ეს ფაქტი და რეგიონში არსებული ეპიდვითარება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ქუთაისში საზედამხედველო უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.
