თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა
რეგიონში პირველად, თსუ-ს ორმა პროგრამამ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების საბჭოს აკრედიტაცია მიიღო. ღონისძიებას განათლების მინისტრი, შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აკრედიტაცია მიიღო ორმა პროგრამამ: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები. შესაბამისად, ამ პროგრამების კურსდამთავრებულები საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს მიიღებენ.
