სოფელ ერისიმედში გადაადგილება შეიზღუდა
დილიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შეზღუდვები დაწესდა. შესასვლელებს სპეციალისტები აკონტროლებენ, გაშლილია სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს ტემპერატურას უზომავენ, საჭიროების შემთხვევაში კი "პი სი არ" ტესტირებაც კი ტარდება. სოფელ ერისიმედში 58 წლის ქალს და მის მეუღლეს კორონავირუსი ორი დღის წინ გამოუვლინდათ. ცნობილია, რომ ინფიცირებულებს კონტაქტი ბევრ ადგილობრივთან ჰქონდათ. სწორედ ეს გახდა ზომების მიღების მიზეზი.
