აჭარაში კორონავირუსის 190 შემთხვევა გამოვლინდა
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 250 კოვიდდადებითი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ შორისაა მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფციარი. სამედიცინო დაწესებულებიდან და კოვის სასტუმროდან სათნოების სავანეში 11 ბინადარი, ხოლო გერიატრიულ თავშესაფარში 17 მოხუცი დაბრუნდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში - 512 პაციენტი, 12 არასრულწლივანი, 21 ოსრული. რეანიმაციაში მოთავსებულია - 39 პაციენტი. თავისუფალი საწოლები-104. Covid სასტუმროებში- 878, არასრულწლოვანი - 95. აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. სამედიცინო დაწესებულება, ბათუმის სამედიცინო ცენტრი და მედცენტრი. ბათუმის სამედიცინო ცენტრში გამოყოფილია 85 საწოლი, მედცენტრში 23 საწოლი. ჯამში აჭარაში კოვიდ დადებითი პაციენტების მკურნალობის პროცესში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებუელბა.
