ბიძინა ივანიშვილის განცხადება
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს. ქართული ოცნების თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გმობს ყველანაირ ძალადობას, რომელიც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს და დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. მისივე თქმით, „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მის შედეგებში ეჭვის შეტანა ვერავინ შეძლოს.
