საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და გულშემატკივრებს გამარჯვებას ულოცავენ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და გულშემატკივრებს გამარჯვება მიულოცა ქვეყნის პრემიერ-მინიტრმა. „გილოცავთ, საქართველო იგებს! წერს გიორგი გახარია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. მილოცვას აქვეყნებს სპორტის მინისტრიც. „ახლა, დასახულ მიზანს მხოლოდ ერთი გამარჯვება გვაშორებს. მჯერა, ბოლომდე იბრძოლებთ და ნოემბერში გადამწყვეტი თამაშის მოგებასაც შეძლებთ“. -აცხადებს მიხეილ ჩხენკელი. „დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას ფინალში აუცილებლად ვიზეიმებთ.“ წერს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ის საქართველოს ნაკრებს და ქომაგებს მადლობას უხდის. საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ბელარუსთან გამარჯვებას ულოცავს კახა კალაძე. „ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა. საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს. იმედი მაქვს საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ არაერთხელ გაგვახარებს“. წერს თბილისის მერი და ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
