საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა
ისტორიული მატჩი პანდემიის პირობებში, გულშემატკივრის გარეშე ჩატარდა, თუმცა ქომაგები დინამოსთან მაინც შეიკრიბენ და გამარჯვება ერთად იზეიმეს, შეძახილებით ამხნევებდნენ ფეხბურთელებს. უეფას ერთა ლიგის ფინალის მოგების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება.
