სამი გარდაცვლილი და კოვიდ19-ის 472 ახალი შემთხვევა საქართველში
აქედან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა. იმერეთში 68-ა ახალი პაციენტია. როგორც ხედავთ, აჭარა ისევ წითელ ზონად რჩება. საყურადღებო ვითარებაა თბილისშიც. მედიკოსების ინფორმაციით 60-ი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ჯამში კი ჩვენს ქვეყანაში თებერვლის ბოლოდან დღემდე კორონავირუსის 10-ი ათას 225-ი დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელდა 5-ი ათას 553-ი ადამიანი, 66-ი კი გარდაიცვალა. შედარებისთვის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში პანდემიის დღიდან , რუსეთში მილიონ 253-ი ათას 603-ი, თურქეთში 329-ა ათას 138-ი, სომხეთში 54-ი ათას 473-ი, აზერბაიჯანში კი 41-ი ათას 304-ი კოვიდინფიცირებულია აღრიცხული. პარალელურად, საქართველოში რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფი იქმნება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ცნობილი დღეს პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრაზე გახდა ცნობილი. დღესვე მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს „სტოპ-კოვიდ“ აპლიკაციით ისარგებლონ.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
