შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო სექტორი "ჯუთას" ახალი შენობა გახსნეს
ვახტანგ გომელაურმა კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც აშშ-ის მთავრობას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, როგორც სახმელეთო საზღვრის, ასევე, სანაპირო დაცვის განვითარებაში შეაქვს. მადლობა მესაზღვრეებმაც მიიღეს, აშშ-ის არმიის უფროს სამხედრო წარმომადგენელს და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილეს გადაეცათ მედალი - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის". ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" დაჯილდოვდნენ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი, მერი სუზერმანი და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პრევენციის პროგრამის მენეჯერი მარკ სალივანი.
