მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გასული დღე-ღამის განმავლობაში 25 ათასით გაიზარდა
სულ რეგისტრირებულია 36 მილიონ 406 ათასზე მეტი კოვიდდადებითი, გარდაცვლილია მილიონ 60 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი 27 მილიონ 420 ათასს მიუახლოვდა. 7 მილიონ 777 ათასზე მეტი პაციენტით კვლავ სიის სათავეშია ამერიკის შეერთებული შტატები. მეორე და მესამე ადგილზე კი ინდოეთი და ბრაზილიაა.
