დავით ზალკალიანის განცხადება
საქართველო აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის საქმეში მნიშვნელოვანი იქნება ახლად აღმოჩენლილი კარტოგრაფიული მასალები . დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გამოძიების შედეგად მოპოვებულ დოკუმენტაციაზე და აღნიშნა , რომ ამის შესახებ ინფორმიერბულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი , რომელიც გასულ თვეს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ქვეყნის პირველი დიპლომატი თემით სპეკულირებისგან თავის შეკავებას ურჩევს ოპონენტებს და კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ქვეყნებს შორის სტარტეგიულ თანამშრომლობაზე.
