თეთრი სახლის ლიდერი თავს კარგად გრძნობს , თუმცა კვლავ მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ რჩება
დონალდ ტრამპი ამბობს მისი გამოჯანმრთელება ექსპერიმენტული პრეპარატის, „რეგენერონის“დამსახურებაა, რომელიც ამერიკელებისთვის უფასო გახდება. პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიის გავრცელებაში ჩინეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება ჩინეთს ძვირი დაუჯდება. „უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალი კოვიდინფიცირებულმა ტრამპმა 2 დღის წინ დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა.
