მთავრობის ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა
. გიორგი გახარიამ ისაუბრა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს და ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება. პრემიერი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას აქტიურად ისარგებლონ სტოპ კოვის აპლიკაციით , რომელიც კოვიდის შესახებ მოქალაქეს აფრთხილებს.
