გამქრალი რუკა - მამუკა არეშიძე "ღია ეთერში"
საწყის ეტაპზე ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც ანგარება, ასევე გულარხეინობა, მერე კი ეს უკვე არის ხელისუფლების პრობლემა. როგორ შეიძლება ერთმა ან რამდენიმე დაბალი ჩინის ადამიანმა წლების განმავლობაში მოატყუოს ან შეცდომაში შეიყვანოს ხელისუფლება, - ამის შესახებ კავკასიის საკითხებში ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა. „მე გამიჭირდება იმის თქმა, ამაში ფულია აღებული თუ სხვა რამ მოხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ხელისუფლებაა იმაზე პასუხისმგებელი, რას აკეთებდა მის მიერ მივლინებული რამდენიმე თუ ერთი ჩინოვნიკი კონკრეტულ კომისიაში“- აღნიშნა ექსპერტმა. ' მამუკა არეშიძის თქმით, 1996 წელს, როდესაც კომისიამ მუშაობა დაიწყო, რუკა უკვე გამქრალი იყო. „ამიტომაც გამოიყენეს ამ რუკის მეორე ვარიანტი. ანუ კონკრეტული რუკა გამქრალი იყო, ზოგადი რუკის ორიგინალი და კონკრეტული რუკის ასლი არსებობდა. დღეს ამბობენ, რომ ამ კონკრეტული რუკის ასლი არ გამოვიყენეთ იმიტომ, რომ არ გამოდგებოდა დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის. რასაკვირველია ასლი არ გამოდგებოდა და გამოიყენეს ზოგადი რუკა. შემდგომში 2006-2007 წლებში, როდესაც კომისების მუშაობის შუალედური ეტაპი დასრულდა და კომისიებმა გადაწყვიტეს ხელი მოეწერათ თვაისი ამდენი წლის ნამუშევრისთვის, აქ უკვე ხელისუფლების როლი რეალურად იკვეთება“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
