საქმე ეხება ისეთ რამეს, რაც არის ჩვენი იდენტობის შემადგენელი ნაწილი - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“
ზოგადად ჩვენ არაფერი გვიკვირს წინა ხელისუფლებისგან. მათ უამრავი ისეთი რამ აქვთ ჩადენილი, რომ ეს შეიძლება განგვეხილა, როგორც მორიგი ანტისახელმწიფოებრივი აქტი, თუმცა თავისი მნიშვნელობით ეს არის გამორჩეულად მძიმე მოვლენა, რადგან საქმე ეხება ქართული მიწის სავარუდო გასხვისებას- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს დავით-გარეჯთან დაკავშირებით განსაკუთრებულად მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვთ. „რაც შეეხება იმ საკითხს, ვისი ბრალეულობა შეიძლება აქ გამოიკვეთოს, რა თქმა უნდა ამ ეტაპზე მხოლოდ ეჭვებით შეიძლება საუბარი ჩართულობის დონეებზე, თუმცა ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ასეთ მძიმე ფაქტთან გვაქვს საქმე, ძალიან საეჭვოა, რომ ასეთი თემები წყდებოდეს სამინისტროების თანამშრომლების დონეზე. თუმცა ჩვენ საბოლოო ჯამში უნდა დაველოდოთ სამართალდამცავი უწყებების ოფიციალურ პოზიციას და ძალიან მნიშვნელოვნია, ძალიან მალე მოეფინოს ნათელი ყველაფერს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
