5 გარდაცვლილი და 508 ინფიცირებული ბოლო 24 საათში
კიდევ 5 გარდაცვლილი და 508 ინფიცირებული- ასეთია კოვიდ 19-ის შესახებ ბოლო დღე-ღამის მონაცემები. გავრცელების მასშტაბით ისევ აჭარა ლიდერობს, თუმცა დღიური მაჩვენებელი აქ შედარებით შემცირდა, სამაგიეროდ, 100-ზე მეტი ინფიცირებული პირველად გამოვლინდა თბილისში. პრემიერი საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ქვეყანაში არსებული ვითარება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს. ერთ-ერთი საკითხი იყო ეპიდვითარების ფონზე ჩასატარებელი არჩევნები. ამ დრომდე გრძელდება მოლაპარაკება ცესკოსთან იმის დასაზუსტებლად როგორ მისცემენ ხმას 31 ოქტომბერს იზოლაციასა და კარანტინში მყოფი მოქალაქეები. ჯანდაცვის მინისტრმა საწოლფონდის და გრიპის ვაქცინის შესახებ ისაუბრა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
