ვარკეთილის დასახლებაში ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა
ვარკეთილის დასახლებაში ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერი ადგილზე დაესწრო. პროექტის ფარგლებში ჭიდაობის, ტანვარჯიშისა და ფიტნეს დარბაზი მოეწყო. საერთო ბიუჯეტი კი - 906 176 ლარს შეადგენს. არსებული შენობის რეკონსტრუქციის და რეაბილიტაციის სამუშაოები თბილისის მერიის ინიციატიცით ჩატრადა.
