გამოხმაურება პროკურატურის გამოძიებაზე
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიება აზერბაიჯანთან ორმხრივ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ თანამშრომლობას არ შეეხება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, აზერბაიჯანი იყო, არის და იქნება საქართველოს სტატეგიული პარტნიორი, მოკავშირე და გამოძიების ფარგლებში დადგენილი ახალი გარემოებები ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთოიბებზე გავლენას ვერ მოახდენს. თემას გამოეხმაურა, საგარეო საქმეტა მინისტრიც და ასევე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
