სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის ოჯახი მათი შვილის მპოვნელს, ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოს სახით 50 ათას ლარს გადასცემს
სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის ოჯახი მათი შვილის მპოვნელს, ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოს სახით 50 ათას ლარს გადასცემს. ამის შესახებ დაკარგული ბავშვის მშობლებმა დღეს განაცხადეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მოზარდს უკვე ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ. ილია ფილფანი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.
