სპორტის უნივერსიტეტს, თვის ბოლოს თანამედროვე სტანდარტების ახალი სტადიონი ექნება
მოეწყობა ხელოვნური საფარი, სარბენი ბილიკები, გასახდელები და სპორტული სივრცეებიც. ორი მილიონის ღირებულების პროექტი ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. დღეს სამშენებლო სამუშაოებს ფედერაციის პრეზიდენტ, ლევან კობიაშვილთან ერთად ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან, ნოდარ ტურძელაძეც გაეცნო.
