პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა დაიწყო
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა დაიწყო. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს უკვე მხარი დაუჭირა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა. ბიუჯეტის პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური დახმარებებია. რაც შეეხება უშუალოდ თავდაცვის მიმართულებას... ამ მხრივ დაფინანსება იზრდება 95 მილიონით, დოკუმენტში გათვალისწინებულია სამხედრო უწყების და შსს თანამშრომელთა ხელფასების მომატებაც.
