კორონავირუსით დღეს ერთი პაციენტი კლინიკა "თერჯოლამედიში" გარდაიცვალა
თერჯოლაში გარდაცვლილი პაციენტიც ბათუმიდან იყო გადაყვანილი. ექიმთა განმარტებით, 88 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ მოათავსეს და ის შეყვანიდან ცხრა საათში გარდაიცვალა. პაციენტს ფსიქიკური პრობლემები და სხვა მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ამ დროისათვის თერჯოლის კლინიკაში სამ კოვიდ პაციენტს მკურნალობენ.
