სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობ სადენის დაბომბვა სცადა
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობ სადენის დაბომბვა სცადა. „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა ჩვენი სამიზნე არ არის, თუმცა, ყველა ის სამხედრო ობიექტი, საიდანაც ყარაბაღის მიმართულებით ცეცხლს გახსნიან, განადგურდება მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად“, - განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს მდივანმა. მანამდე აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა ევლახის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადის, თუმცა იერიში აზერბაიჯანულმა მხარემ აღკვეთა.
