სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება
რუსეთი გარანტიას იძლევა, რომ თუ სომხეთზე სამხედრო იერიშს მიიტანენ, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა „ბი ბი სი სთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ერევანმა აზერბაიჯანისგან თავდასხმის შემთხვევაში, მოსკოვისგან უსაფრთხოების დაცვის გარანტია უკვე მიიღო. მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა კომპრომისისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა სომხეთის პრემიერის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დათმობაზე აზერბაიჯანული მხარეც წავა.
