„იუნისეფი“ სომხეთსა და აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
„იუნისეფი“ სომხეთსა და აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. ორგანიაზცია შეშფოთებას გამოთქვამს კონფლიქტის ზონაში საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურების გამო და მხარეებს მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს. კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ და ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებენ.
