კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა წლის ბოლოსთვის მზად იყოს
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა წლის ბოლოსთვის მზად იყოს . ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. „ჩვენ გვჭირდება ვაქცინა და არის იმედი, რომ ის გვექნება წლის დასასრულს“- აღნიშნა ტედროს ად ჰანომ გებრეიესუსმა და პოლიტიკურ ლიდერებს სოლიდარობისა და ვაქცინის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
