კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა და 4 გარდაცვლილი პაციენტი - ეპიდვითარება საქართველოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის ინფექციას კიდევ ოთხი პაციენტი ემსხვერპლა. ოდნავ შემცირებულია გავრცელების მასშტაბი 508 ახალი და 348 გამოჯანმრთელებული პაციენტი, ასეთია ბოლო მონაცემები საქართველოში. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 235 ადამიანი, 62 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
