კოვიდ19-ს საქართველოში კიდევ 4 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო ოცდაოთხ საათში 549 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა თბილისში. კორონა ვირუსი დადასტურდა 21-ე სკოლაშიც. სასწავლო დაწსებულებას დეზინფექცია ჩაუტარდა, სწავლა კი, არ შეწვეტილა. მსოფლიოში 35 მილიონ 776 ათასზე მეტი კოვიდპაციენტია. გამოჯანმრთელდა თითქმის 27 მილიონი. გარდაცვლილთა რაოდენობა მილიონ 50 ათასს უახლოვდება. ჩვენმა ქვეყანამ უახლოეს მომავალში შესაძლოა ყველაზე საიმედო და ანტივირუსული პრეპარატი „რემდისივირი“ მიიღოს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა კორონავირუსთან და კიდევ სხვა დაავადებების სამკურნალო ინოვაციურ მეთოდზე. საუბარია მონოკლონურ ანტისხეულებზე.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
