გაყიდული იპოდრომი
ტერიტორიას, სადაც ბიძინა ივანიშვილის დახმარებით, მასშტაბური და უნიკალური პროექტი დაიგეგმა, გიგი უგულავას გადაწყვეტილებით, მწვანე ზონის სტატუსი მოეხსნა, ეს 2007 წელს მოხდა, უგულავას მერობას უკავშირდება ადგილის გასხვისებაც და მშენებელობების წამოწყება. გეგმა ივანიშვილის მიერ ტერიტორიის გამოსყიდვის შედეგად ვერ შედგა. დღეს უგულავა ამბობს, რომ პარკის გაშენებაში წვლილი თავადაც აქვს შეტანილი, სააკაშვილის გუნდი კი აცხადებს, რომ ხალხს ის დაუბრუნდა, რაც ხალხს ეკუთვნოდა და ფაქტია, მათი გადაწყვეტლებით, ჩამოართვეს.
