ცენტრალური პარკი იპოდრომზე - ბექა დავითულიანი "დღის ქრონიკაში"
მე მგონი ცოტა უნამუსობაა, მინიმუმ, - ასე უპასუხა ბექა დავითულიანმა ოპოზიციის ნაწილის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტს ფონდ „ქართუს“ მფლობელობაში მყოფი ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია არ გადასცა. ამის შესახებ ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ოცეულის წევრის თმით, მიმდებარე ტერიტორია ფონდმა კერძო პირებისგან შეიძინა.
„იპოდრომის ტერიტორია რაც იყო, ქალაქს დაუბრუნდა. მიმდებარე ნაკვეთები კერძო ინვესტორმა და კერძო პირმა თუ შეისყიდა სხვა კერძო პირებისგან, ეს იგივე ტიპის მოთხოვნაა, რაც ადამიანს უთხრან: „კაი, რახან გვაჩუქე 36 ჰექტარი, რომელიც შენ გეკუთვნოდა, ახლა სახლიც გვაჩუქე, რომელშიც ცხოვრობ. ეს რა ლოგიკაა ახლა? რაც აქვს ყველაფერი გააჩუქოს? მათ ნებაზეა ახლა რას აჩუქებს და რას არა ქალაქს? წარმოუდგენელი რამეა. ფაქტობრივად იგივეა, რომ მოსთხოვო ადამიანს სახლს რატომ არ მჩუქნი, რომელშიც ცხოვრობ. არასერიოზულია ძალიან“, - განაცხადა დავითულიანმა.
