კომიდან გამოსვლის შემდეგ პირველად ალექსეი ნავალნიმ ვიდეო-ინტერვიუ მისცა
ჟურნალისტთან საუბრისას რუსმა ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ თავს გაცილებითრ უკეთ გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. ნავალნის თქმით, იგი რუსეთის დაზვერვის სამსახურმა იშვითი ტიპის ნერვული აგენტით განზრახ მოწამლა, რადგან მას მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საფრთხედ განიხილავდნენ.
