მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯოდმარე განმარტებას აკეთებს
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიასთან წინასწარ ჰქონდათ კომუნიკაცია და მათგან დასკვნით რეკომენდაციებს ოქტომბერში ელოდებიან. მისივე თქმით კომისიის წარმომადგნელები სრულად იყვნენ ინფორმირებული, რომ საშემოდგომო სესია არჩენებამდე ერთი თვით ადრე, ზუსტად 30 სექტემბერს იხურებოდა. ცნობისთვის ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს. მასში ნათქვამი, რომ სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.
