საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდების მიუხედავად, სომხეთსა და აზერბაიჯანში უკვე მეორე კვირაა სროლა არ წყდება
არააღიარებული მთიანი ყარაბაღის მმართველობა მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ იუწყება და აცხადებს, რომ მსხვეპლს შორის მცირეწლოვანი ბავშვიცაა. მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, 26 - ი გარდაცვლილისა და 127 - ი დაშავებულის შესახებ იუწყება აზერბაიჯანი. ქვეყნის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ეროვნული დროშა კიდევ სამ სოფელსა და რამდენიმე სტრატეგიულ წერტილზე აღმართეს. სამშვიდობო დიალოგისთვის პირობები არ იცვლება, სომხეთი კონფლიქტიდან თურქეთის გასვლას და აზერბაიჯანის უკან დახევას მოითხოვს.
