ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 4 პაციენტიდან სამს აჭარაში მკურნალობდნენ
დღეს კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 348 აჭარაში, 99 თბილისში, 59 კი იმერეთში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 9245 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 58 პაციენტი.
