კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია. ამას მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგი კვლევა ამბობს. ჩვენი ქვეყანა 189 სახელმწიფოს შორის ევროპაში ერთ ერთი საუკეთესოა. ანგარიშის მიხედვით საქართველო სარეიტინგო ქულით უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, რეგიონში კი ლიდერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოტენციური ინვესტორებისთვის ჩვენს ქვეყანაში კაპიტალდაბანდება უსაფრთხოა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
