ჯანდაცვის მინისტრი და ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აპლიკაციის აქტიური გამოყენებისკენ მოუწოდებენ
სხვა რეკომენდაციებთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს სტოპ კოვ აპლიკაციის გამოყენებისკენ მოუწოდებს. ინოვაციური პროგრამით სარგებლობა საქართველოში აპრილიდან არის შესაძლებელი. ეს საშუალებას გაძლევთ გაარკვიოთ, არის თუ არა თქვენთან ახლოს ინფიცირებული. თუმცა გაფრთხილებას მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გარდა, აპლიკაციით ინფიცირებულიც სარგებლობს და გადაწყვიტა, რომ ვირუსის შესახებ ინფორმაცია თავის კონტაქტებს გაუზიაროს. აპლიკაცია კონტაქტად განგიხილავთ, თუ მასა და ინფიცირებულ პირს შორის მანძილი 2 მეტრი ან ნაკლები იყო; ინტერაქციის დრო კი მინიმუმ 10-15 წუთი
