თბილისს ცენტრალური პარკი ექნება
თბილისმა უნიკალური საჩუქარი მიიღო. ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ფონდი „ქართუ“ დედაქალაქს იპოდრომის ტერიტორიას უსასყიდლოდ გადასცემენ და სრულად დააფინანსებენ უნიკალური პარკის გაშენება-კეთილმოწყობას. ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული მორიგი საქველმოქმედო პროექტია. მას ამ კუთხით პრაქტიკულად ყველა სფეროში აქვს დახარჯული 3 მილიარდ დოლარზე მეტი. თბილისის და ბათუმის ბოტანიკური ბაღების, ციცინათელას, მუსიკოსების, მინიატურების პარკების, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის, თბილისის ქედის გამწვანებისა და ველობილიკების კვალდაკვალ, გარემოს დაცვის, ეკოლოგიის, მწვანე პოლიტიკის მიმართულებით ცენტრალური პარკი პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
