"ქართუ" ფონდის საჩუქარი თბილისს - როგორია მმართველი გუნდის მწვანე პოლიტიკა, მაია ბითაძე "დღის ქრონიკაში"
უმნიშვნელოვანესია ის საჩუქარი, რაც დღეს თბილისს გაუკეთდა და დაუბრუნდა, - განაცხადა ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“, ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ საუბრისას. „მნიშვნელოვანია ზოგადად თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს პარკი, ძალიან დიდ როლს ითამაშებს თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მიუხედავად იმისა, რომ კახი კალაძის მერად მოსვლის შემდეგ, მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს თბილისის გამწვანების სამუშაოებს, აღნიშნული სივრცე თბილისისთვის ერთგვარი ფილტვები იქნება. დაახლოებით 52 მილიონი დოლარის ქონება დაუბრუნდა უსასყიდლოდ სახელმწიფოს და ფონდი „ქართუ“ აპირებს ამ ტერიტორიაზე ათეულობით მილიონი დოლარის დახარჯვას, რომ ძალიან მალე, თბილისმა ძალიან მაგარი პარკი მიიღოს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ. ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მალე ცენტრალური პარკი გაშენდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.