საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა
საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, საფრანგეთი ქართული სამთო სკოლისთვის მილიონი ლარის ღირებულების სამთო აღჭურვილობას გადასცემს . საფრანგეთის ელჩმა დიეგოპ კოლასმა "ქრონიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა რომ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში კიდევ უფრო გაღრმავდება და ის საჰაერო სივრცესაც მოიცავს . დიეგო კოლასი თავად ესწრებოდა საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მაღალი დონის სამთო სწავლების დასრულებას . „მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსი“ ქართული და ფრანგული მხარეებისთვის უპრეცედენტო სწავლება იყო - მაღალი დონის სამთო სწავლება პირველად ჩატარდა ქართული მხარის ხელმძღვანელობით და ასევე, პირველად საფრანგეთის სამთო ჯარების ისტორიაში, ფრანგმა სამხედროებმა სამთო მომზადება სხვა ქვეყანაში გაიარეს. სამხედროებმა კურსის ფარგლებში ყაზბეგის მწვერვალი დალაშქრეს .
