საქართველო "კორუფციის კონტროლის" მიხედვით 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია
საქართველო, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ჩვენი ქვეყანა სარეიტინგო ქულით, ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს – ესპანეთს, კვიპროსს, პოლონეთს, ჩეხეთს, ლატვიას, სლოვაკეთს, იტალიას, მალტას, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს უსწრებს. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, ჩვენს ქვეყანაზე უკეთესი მონაცემი მხოლოდ ესტონეთსა და ლიეტუვას აქვთ.„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ ეყრდნობა ათეულობით მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, შეფასებებსა და რეიტინგებს. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით, მსოფლიოს მასშტაბით 214 ქვეყანა ფასდება, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო.
