შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელსაც კოვიდ19 დაუდგინდა, სავარაუდოდ, სამხედრო ჰოსპიტლიდან დღეს გაწერენ
შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელსაც კოვიდ19 რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, სავარაუდოდ, სამხედრო ჰოსპიტლიდან დღეს გაწერენ და მკურნალობას და მუშაობას უკვე თეთრ სახლში განაგრძობს. კოვიდ დადებითია შეერთებული შტატების პირველი ლედიც, რომელიც, ექიმების თქმით, თავს კარგად გრძნობს. მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, დაახლოებით, 34150-ით გაიზარდა.
