ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან შვიდი ზუგდიდს უკავშირდება -კერძოდ კი, ე.წ-ლი ოქროს ბირჟის კლასტერს და ინფიცირებულ დარაჯს. ერთი არის სამარშუტო ტაქსის მძღოლი, რომელიც ზუგდიდი-ზესტაფონის ხაზზე მუშაობს. მას კოვიდ-19 გეგმური შემოწმებისას დაუდგინდა. ახლა ეძებენ მძღოლის კონტაქტებს. ახალი კორონავირუსი დადასტურდა ჩხოროწყუშიც.
