საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
ქვეყანაში კოვიდ ინფიცირების მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, განსაკუთრებული შეზღუდვების დაწესება არ განიხილება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ითქვა, რომ ვითარება მართვადია, თუმცა ის, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე პრობლემები არ შექმნილა, არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი შეუზღუდავია. მთავრობის მეთაურმა მოუწოდა დაწესებულებებს, შეასრულონ ყველა რეკომენდაცია.
